უფასო იურიდიული კონსულტაცია საადვოკატო მომსახურება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე
იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის იურიდიული დახმარების ბიურო სისხლის სამართლის საქმეების გარდა, უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზეც, რომლებსაც სანქციის სახით დაპატიმრება მოჰყვება. უფასო კონსულტაციებს აწარმოებს.
ბიუროს უფროსის, ლია ჭუნიაშვილის თქმით, 2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, იურიდიული დახმარების კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა წარმოებაში მიიღეს 177 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის არასრულწლოვანთა 17 საქმე. ბიუროს კონსულტანტმა კონსულტაცია გაუწია 175 მოქალაქეს, შედგენილია 40 სამართლებრივი დოკუმენტი:
,,სასჯელმისჯილი ადამიანები საპატიმროებშიც სჩადიან დანაშაულს, რაც რომელიც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს., ასეთ შემთხვევებში თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოება იწყება, რაც, სხვადასხვა სახდელთან ერთად, ადმინისტრაციულ პატიმრობასაც გულისხმობს. შესაბამისად ხდება მათი დასჯა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ.  პატიმრობის კოდექსის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოების დროს მსჯავრდებულს ეძლევა უფლება ისარგებლოს თარჯიმნის და ადვოკატის მომსახურებით. ხოლო, თუ მსჯავრდებული გადახდისუუნაროა და არ აქვს საშუალება საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს დამცველი, მას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი დაენიშნება. გადახდისუუნაროთათვის უფასო საადვოკატო მომსახურებას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც იმ კატეგორიის საქმეებზე, რომლებსაც, სანქციის სახით, შესაძლოა, დაპატიმრება მოჰყვეს. ასეთი შეიძლება იყოს სამართალდამცავისათვის წინააღმდეგობის გაწევა, წვრილმანი ხულიგნობა, მთვრალ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა, მანიფესტაციის წესის დარღვევა და სხვა;თუ პატიმარი მოითხოვს, მათი უფლებების დაცვას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ჩვენი ბიუროების ადვოკატები იცავენ მათ უფლებებს. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევები იშვიათად ითხოვენ საქმეში ადვოკატის ჩართვას. ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირმა სურვილის შემთხვევაში, სავალდებული წესით უნდა მოითხოვოს ადვოკატი მოსამართლის გამოცხადების საფუძველზე”, -განმარტავს, უფასო იურიდიული დახმარების კახეთის ბიუროს ხელმძღვანელი ლია ჭუბაშვილი.
ჭუნიაშვილმისვე თქმით, იურიდიული დახმარების სამსახურის, კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს 2012 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კახეთის რეგიონში დანაშაულის რიცხვი შემცირდა.
ნატალია ცისკარაშვილი, თელავი
იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის იურიდიული დახმარების ბიურო სისხლის სამართლის საქმეების გარდა, უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზეც, რომლებსაც სანქციის სახით დაპატიმრება მოჰყვება. უფასო კონსულტაციებს აწარმოებს.

ბიუროს უფროსის, ლია ჭუნიაშვილის თქმით, 2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, იურიდიული დახმარების კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა წარმოებაში მიიღეს 177 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის არასრულწლოვანთა 17 საქმე. ბიუროს კონსულტანტმა კონსულტაცია გაუწია 175 მოქალაქეს, შედგენილია 40 სამართლებრივი დოკუმენტი:
,,სასჯელმისჯილი ადამიანები საპატიმროებშიც სჩადიან დანაშაულს, რაც რომელიც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს., ასეთ შემთხვევებში თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოება იწყება, რაც, სხვადასხვა სახდელთან ერთად, ადმინისტრაციულ პატიმრობასაც გულისხმობს. შესაბამისად ხდება მათი დასჯა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ.  პატიმრობის კოდექსის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოების დროს მსჯავრდებულს ეძლევა უფლება ისარგებლოს თარჯიმნის და ადვოკატის მომსახურებით. ხოლო, თუ მსჯავრდებული გადახდისუუნაროა და არ აქვს საშუალება საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს დამცველი, მას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი დაენიშნება. გადახდისუუნაროთათვის უფასო საადვოკატო მომსახურებას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც იმ კატეგორიის საქმეებზე, რომლებსაც, სანქციის სახით, შესაძლოა, დაპატიმრება მოჰყვეს. ასეთი შეიძლება იყოს სამართალდამცავისათვის წინააღმდეგობის გაწევა, წვრილმანი ხულიგნობა, მთვრალ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა, მანიფესტაციის წესის დარღვევა და სხვა;თუ პატიმარი მოითხოვს, მათი უფლებების დაცვას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და ჩვენი ბიუროების ადვოკატები იცავენ მათ უფლებებს. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევები იშვიათად ითხოვენ საქმეში ადვოკატის ჩართვას. ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირმა სურვილის შემთხვევაში, სავალდებული წესით უნდა მოითხოვოს ადვოკატი მოსამართლის გამოცხადების საფუძველზე”, -განმარტავს, უფასო იურიდიული დახმარების კახეთის ბიუროს ხელმძღვანელი ლია ჭუნიაშვილი.

ჭუნიაშვილისვე თქმით, იურიდიული დახმარების სამსახურის, კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს 2012 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კახეთის რეგიონში დანაშაულის რიცხვი შემცირდა.
ნატალია ცისკარაშვილი, თელავი


თელავის მერის კანდიდატის პლატონ კალმახელიძის ერთი სამუშაო დღე (R)
STATEMENTS
პირველი განცხადება
მეორე განცხადება