ახალი ამბები
დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა და ანაზღაურება იზრდება
25 ოქტომბერი 2014
დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობისა და ანაზღაურების გაზრდის თაობაზე მომზადებული ინიციატივა დღეს, სესიაზე, პირველი მოსმენით გადის. 
ჯანდაცვის კომიტეტის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
ცვლილებები ამ მიმართულებით "შრომის კოდექსში" შედის, რომლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება. აქედან 126 დღის ნაცვლად, ანაზღაურებადი იქნება 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების, ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 140 დღის ნაცვლად, 200 დღე.
რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობას, თუკი სადღეისოდ 126 დღე 600 ლარამდე ანაზღაურდება, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 183 კალენდარული დღე 1000 ლარამდე ოდენობით იქნება ანაზღაურებული.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გუშინ იქნა ინიცირებული და ის გუშინვე, პირველი მოსმენით, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა.

თელავის მერის კანდიდატის პლატონ კალმახელიძის ერთი სამუშაო დღე (R)

kakhetinews.ge

განცხადებები
პირველი განცხადება
მეორე განცხადება