ახალი ამბები
ლამბალოს საჯარო სკოლა წელიწადნახევარში აშენდება
02 სექტემბერი 2014

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სოფელ ლამბალოში საჯარო სკოლა წელიწად ნახევარში აშენდება. მინისტრის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან იგეგმება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ლამბალოს გარდა, კიდევ რვა ახალი საჯარო სკოლა აშენდება შემდეგ სოფლებში: ქარელის რაიონის სოფელ აბანოში; თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში; ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში; მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დიოკნისში; მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში;  ჩოხატაურის რაიონის სოფელ წიფნარში; მცხეთის რაიონის სოფელ წილკანსა და ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში.

„ამ ეტაპზე დასრულებულია  სამი სოფლის ლამბალოს, სამღერეთისა და ახალი დიოკნისის საჯარო სკოლების საპროექტო სამუშაოები, ასევე პროცესშია საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები დანარჩენ ექვს სკოლაში. გეგმის თანახმად, წილკნის, მუხრანისა და აბანოს საჯარო სკოლები კონტიგენტს უკვე მომავალი სასწავლო წლიდან მიიღებენ. ხოლო 2014 წლის ბოლოს დასრულდება ბუღაშენის, ახალი დიოკნისის, სამღერეთის, სადგურ სვირისა და წიფნარის საჯარო სკოლების მშენებლობაც“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სკოლების ასაშენებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული.



 

თელავის მერის კანდიდატის პლატონ კალმახელიძის ერთი სამუშაო დღე (R)

kakhetinews.ge

განცხადებები
პირველი განცხადება
მეორე განცხადება